პროექტი

პროექტის გეგმა
1.                 პროექტის სახელწოდება:  გლობალური დათბობა.“

2.            პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:

ü გააცნობიერონ მოსწავლეებმა თუ რა არის გლობალური დათბობა.
ü გაიგონ თუ რა იწვევს გლობალურ დათბობას.
ü ისაუბრონ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

3.            პროექტის აქტუალობა:
პროექტი ეხება მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, შესაბამისად ძალიან აქტუალური და საინტერესოა.

4.            პროექტის მიზნები:
v მოსწავლეებმა შეძლონ გააცნობიერონ რა კატასტროფის წინაშე შეიძლება დადგეს მსოფლიო ადამიანების დაუდევრობით.
v გაიგონ თუ რა სართხეს წარმოადგენს დედამიწისთვის დაბინძურებული გარემო( გაჩეხილი ტყეები, მოწამლული ჰაერი)
v  დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა საფრთხის შემცველია დედამიწაზე მომატებული ტემპერატურა და ყინულის დნობა.

5.            მონაწილეთა ასაკი:
III კლასი
6.                 ვადები/ხანგრძლივობა:
2017–2018წ.
7.            მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. დავურიგებ ბარათებს და მივცემ დავალებას : დაწერონ რა გაუგიათ გლობალურ დათბობაზე და თავიანთი აზრი ჩამოაყალიბონ თუ რა შეიძლება გაკეთდეს მის შესაჩერებლად.
   ამის შემდეგ უკვე სახლში მივცემ დავალებად მოიძიონ სახელძღვანელოებიდან    და  ინტერნეტიდან ინფორმაცია გლობალურ დათბობაზე.  კლასში გავაკეთებთ ორ პროექტს ერთზე დავწერთ თუ რა ვიცოდით გლობალურ დათბობაზე და მეორეზე თუ  რა გავიგეთ. მოძიებული ინფორმაციით კლასში გავაკეთებთ პროექტს  ფორმატზე „ როგორ გადავარჩინოთ დედამიწა“ ,სადაც ჩამოვაყალიბებთ პრობლემას და ვისაუბრებთ  შესაძლო გადარჩენის გზებზე.  თვალსაჩინოებად მოყვანილი იქნება სურათები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით.

8.            პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, საწერი კალამი, ფორმატი, სურათები.



9.            პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
   ბუნების სახელმძღვანელოში უკვე შესწავლილი გაკვეთილიდან მოსწავლეებმა უკვე იციან რა  საფრთხის შემცველია დაბინძურებული გარემო. გაკვეთილს დავიწყებთ კითხვა–პასუხით.რა საფრთხე ემუქრება დედამიწას?  რატომ არის საფრთხის შემცველი, რა შეიძლება გამოიწვიოს? და ა.შ.  ვისაუბრებთ გლობალური დათბობის მიზეზებზე და გადარჩენის გზებზე.  გავაკეთებ პატარა კოლაჟს სადაც ბავშვებს ვაჩვენებ გლობალური დათბობის შედეგებს  სლაიდებით. მოსწავლეები კი გააკეთებენ პრეზენტაციას თავიანთი მოძიებული ინფორმაციით.

ერთ -ერთ აქტივობად გამოვიყენებ მოსწავლეების გაყვანას ბუნებაში, სადაც დავასუთავებთ მიმდებარე ტერიტორიებს.

შევიძენთ ახალგაზრდა ხის ნერგებს და დავრგავთ ბუნებაში.



10.       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 შეიძლება გაკეთდეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ბუნებაში ადამიანი და გარემო და სადაც ყურადღება გამახვილდება  ხეების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე.


11.       პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  მ.მატარაძე

12.       ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: m.mataradze85@gmail.com

13.       პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: mataradzemiranda.blogspot.com