მთავარი

რეფლექსია

ქართულ-ამერიკული  სკოლა  "პროგრესის" დაწყებითი კლასის მასწავლებელი
  მირანდა მატარაძის       ი.ს.ტ.  ტრენინგის
       რეფლექსია

ტრენინგის  დასახელება:  ი.ს.ტ.  გამოყენება  სასწავლო  პროცესში.
ჩამტარებალი  ორგანიზაცია:    მასწავლებელთა პროფესიული   განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის  ხანგრძლივობა :  26.06.2018  -----  10.07.2018 
ადგილი: ქ. ქუთაისი. მასწავლებლის  სახლი
ტრენერი:  ინგა  კახიანი

აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის  ძალიან  საინტერესო იყო,რადგან  ყველა  აქ  შესწავლილი  მასალა  ვთვლი  რომ  საჭიროა  იცოდეს ყველა  პედაგოგმა  და იყენებდეს მათ  აქტიურად  სასწავლო  პროცესებში. 
 გავიღრმავე  ცოდნა  რიგ  საკითხებში ,თუმცა  ბევრი  რამ  ახალი  და  საჭირო  იყო  ჩემთვის.
შევქმენი  ბლოგი, რომელსაც  გამოვიყენებ სასწავლო  მიზნით და  იქ  მოვათავსებ  ყველა  მნიშვნელოვან  ინფორმაციას  სწავლების  შესახებ. ეს  ბლოგი  დამეხმარება  ბავშვების  მოტივაციის  ამაღლებაში, რადგან  ყველა  მათ  მიერ  შექმნილ  რესურსს  თუ  განხორციელებულ   პროექტს  ავტვირთავ  ბლოგზე. ასე  რომ  მათ  შეეძლებათ  მათი  ნახვა. და  ასევე  მშობლებთან  კომუნიკაციას  შეუწყობს  ხელს.
ვისწავლეთ  Exel-ში  მუშაობა  რასაც  გამოვიყენებ  ელექტრონული  ჟურნალების  შევსების  დროს.
ვასრულებდით  დავალებებს, გავიგეთ  ახალი  საიტების  შესახებ და  ვთვლი,რომ  ძალიან  ნაყოფიერი  მუშაობა გასწია  ქ-ბნ   ინგა  კახიანმა, რისთვისაც  უღრმესი  მადლობა  მას.